4 მაისს, პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში "ლივერპულმა" "ნიუკასლის" დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხება მოახერხა.
სტუმრები ვერ ამარცხებდნენ მასპინძლებს, ანგარიში 2:2 იყო, როდესაც "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ვეინალდუმი შაქირით, ხოლო ტრავმირებული სალაჰი ორიჯით შეცვალა და შაქირის პასით ორიგიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
"ლივერპული" 94 ქულით გალიდერდა და "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით უსწრებს, რომელიც 6 მაისს "ლესტერს" მასპინძლობს.
12 მაისს, უკანასკნელ ტურში "ლივერპული" "ვულვერჰემპტონს" მასპინძლობს, ხოლო "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ბრაიტონს" ხვდება.
ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი". 52 206 მაყურებელი
ნიუკასლი - ლივერპული 2:3
გოლები: 0:1 ვან დეიკი (13), 1:1 ატსუ (20), 1:2 სალაჰი (28), 2:2 რონდონი (54), 2:3 ორიჯი (86)