ჟოზე მოურინიომ ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გამოთქვა მოსაზრება, რომ "ჩელსის" ნახევარმცველი ჟორჟინიო ევროპის საუკეთესო ნახევარმცველია.

"ჩემთვის ჟორჟინიო საუკეთესო ნახევარმცველია ევროპაში. ის შესანიშნავად აკონტროლებს თამაშს, ართმევს ბურთს მოწინააღმდეგეებს და უძლებს მეტოქეთა ზეწოლას" - ციტირებს პორტუგალიელს beIN Sport-ი.

ჟორჟინიო "ჩელსის" გასულ ზაფხულს შეუერთდა "ნაპოლიდან". ამ სეზონში იტალიელმა ნახევარმცველმა პრემიერლიგის 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 7 ყვითელი ბარათი მიიღო.

"ლურჯებმა" პრემიერლიგაში 71 ქულა მოაგროვეს და უკვე გაინაღდეს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას გვილია და კვეკვესკირი არ ყავს ნანახი ეტყობა
andro
07 მაისი 2019 07:57
0
კაცი ინტელრქტი
kico
06 მაისი 2019 18:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული