ჟოზე მოურინიო: კლოპს 3 წელია არაფერი მოუგია, მაგრამ მაინც ენდობიან

AutoSharing Option
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, თუ როგორ კლუბში ისურვებდა ყოფნას.

მაგალითის სახით, "განსაკუთრებულმა" "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა მოიყვანა.

"მე მინდა ისეთ კლუბში წასვლა, სადაც იმის გაკეთების საშუალება მექნება, რასაც ისინი აკეთებენ. შეხედეთ "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობას, მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია ისეთი, რომელიც კლოპის მოსვლამდე იყო გუნდში.

გახსოვთ, ხოსეპი არ იყო კმაყოფილი განაპირა მცველებით და მერე 4 იყიდა. როცა გადმოიყვანა კლაუდიო ბრავო, მისით უკმაყოფილო დარჩა და მეორე წელს ედერსონი იყიდა.

როცა იურგენს 3 წელია არაფერი მოუგია,
მას მაინც ენდობიან და ის აგრძელებს კლუბში მუშაობას. ამ სეზონში კი ტიტულების მოგების კარგი შანსი გამოუჩნდათ.

მე არ დავიწყებ მოლაპარაკებებს, სანამ არ მეცოდინება, თუ რა სურს კლუბს და რა შეუძლია მომცეს ამ მიზნის მისაღწევად", - ციტირებს beIN Sports-ი პორტუგალიელ მწვრთნელს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს რა ბოღმა ყოფილა, სად კლოპო და სად შენ, შე ვირთხავ, კლოპი ფეხბურთს თამაშობს, შენ კიდევ ანტიფეხბურთს ათამაშებ გენიოს ფეხბურთელებს.
1
კლოპი ისეთ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს,რომც ვერ მოიგოს,თვალს მაინც უხარია და სტადიონზე წახვალ.მოურინიომ შეძლება მოიგოს,მაგრამ სტადიონზე წასვლის სურვილი გაგიქროს.
სოსო
13:30 02-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული