ვენსან კომპანიმ 6 წლის შემდეგ საჯარიმოს გარედან პირველად დაარტყა კარში და "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონობას მიუახლოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 მაისს, პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში "ლესტერი" 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების ულამაზესი გოლი მცველმა კომპანიმ გაიტანა. მან ამ სეზონში პირველად დალაშქრა მეტოქის კარი, სულ კი "ქალაქელების" რიგებში 20 გოლი გაიტანა. ცნობისათვის, ვენსანმა საჯარიმოს გარედან კარში ბოლოს ბურთი 2013 წელს დაარტყა.

"მანჩესტერ სიტი" 95 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "ლივერპულს" 1 ქულით უსწრებს.

უკანასკნელი ტური 12 მაისს გაიმართება - "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ბრაიტონს" დაუპირისპირდება, ხოლო "ლივერპული" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს.

"სიტიმ" მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ყველა ტურნირზე 100 გოლი გაიტანა, რაც პრემიერლიგის
გუნდების რეკორდია.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 506 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლესტერი 1:0
გოლი: კომპანი (70)

მკითხველის კომენტარები / 2 /
სილამაზით და მნიშვნელობით,ეს უეჭველად ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო გოლია.
სოსო
07:52 07-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული