"მანჩესტერ სიტის" მენეჯერს, პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ ბრიტანული მედიასაშუალებები "ლივერპულის" მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი არიან.
"მე ვგრძნობ, მედიასაშუალებებს ძალიან უნდათ, ჩემპიონი "ლივერპული" გახდეს. 2 სეზონში მოპოვებული 195 ქულა უნიკალური შედეგია. ჩემპიონატზე ზედიზედ 13 მატჩი მოვიგეთ.
"ბრაიტონთან" თამაშამდე ფეხბურთელებს არაფერს არ ვეტყვი, რადგან ყველაფერი ესმით", - ციტირებს გვარდიოლას TalkSPORT-ი.
უკანასკნელ ტურში "ბრაიტონის" დამარცხების შემთხვევაში "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონი გახდება.