პრემიერლიგის ლიდერი "მანჩესტერ სიტი" უახლოეს მდევარს, "ლივერპულს" 1 ქულით უსწრებს და უკანასკნელ ტურში ორივე გუნდის თამაში ერთდროულად დაიწყება - 12 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე.
"ლივერპული" "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს, ხოლო "მანჩესტერ სიტი" სტუმრად "ბრაიტონს" შეხვდება.
პრემიერლიგა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვისაა მზად და თადარიგიც დაიჭირა. "ტაიმსის" ცნობით, ბრაიტონის "აპაკსის" სტადიონზე პრემიერლიგის თასის ორიგინალს ჩაიტანენ, "ენფილდზე" კი - მის ასლს.
ეს იმითაა განპირობებული, რომ "მანჩესტერ სიტის" ოქროს მედლების მოპოვების მეტი შანსი აქვს. თუმცა, ვინ იცის...