"ლივერპულის" ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა სეზონი შეაჯამა და ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით გულშემატკივრებს მიმართა. ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი შეხვედრა 1-ელ ივნისს გაიმართება მადრიდში და "ლივერპული" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს.
"ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს, თუმცა სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს. გულშემატკივრებო, ძალიან გთხოვთ, ჩამოიტანეთ "ენფილდი" მადრიდში" - დაწერა ეგვიპტელმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულმა" 97 ქულა დააგროვა, მაგრამ "სიტის" 1 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონი ვერ გახდა. მერსისაიდულმა გუნდმა დაამყარა ახალი რეკორდი და სეზონში ყველაზე მეტი
ქულის მქონე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ვერ მოიპოვა. ადრე ეს სტატუსი მადრიდის "რეალს" ჰქონდა, რომელმაც 2009/10 წლებში 96 ქულა მოიპოვა, თუმცა ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა 99 ქულით.
პრემიერლიგას უკვე დაატყვეს ხელი ტოპ მწვრთნელებმა, გვარდიოლა, კლოპი, მაურიციო სარი, პოჩეტინო, უნაი ემერი. ერთი სოლსკიაერია ამოვარდნილი ამ ორკესტრიდან. მგონი იჩქარა "იუნაიტედმა" კონტრაქტის მასთან გაფორმება.