"მანჩესტერ სიტის" ლეგიონერები ტკბილეულმა დააბნია [VIDEO]

AutoSharing Option
კვირას, 12 მაისს "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "ბრაიტონი" დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

ჩემპიონობის აღნიშვნის პროცესში, "სიტის" ფეხბურთელებს კარამელის ტრადიციული ტკბილეული მიუტანეს. ინგლისელმა ფოდენმა და სხვა ბრიტანელებმა ღიმილითა და სიამოვნებით აიღეს კანფეტები, ხოლო უცხოელები ვერ მიხვდნენ, ეს რა იყო.

სანე, ჟეზუში, აგუერო, გიუნდოგანი გაკვირვებულები ათვალიერებდნენ ტკბილეულს და მის შესახებ სვამდნენ შეკითხვებს.


Brighton rock - ანუ ის კანფეტი, რაც ფეხბურთელებს აჩუქეს, ბრაიტონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული