ლონდონის "არსენალმა" გუნდიდან 7 ფეხბურთელი წასვლის შესახებ გამოაცხადა.
აღნიშნულ ფეხბურთელებს კონტრაქტები 30 ივნისს უსრულდებათ.
თავისუფალი აგენტის სტატუსით "არსენალს" ტოვებენ მეკარე პეტრ ჩეხი, მცველები შტეფან ლიხტენშტაინერი, ხულიო პლეგესუელო, კოენ ბრემელი, ნახევარმცველები აარონ რემსი, ჩარლი გილმორი და ფორვარდი დენი უელბეკი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხი ლონდონის "ჩელსის" სპორტული დირექტორი გახდება, ხოლო რემსი ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი.
მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით