"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფანმა ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემისას აღიარა, რომ გუნდის არც ერთი ფეხბურთელი არ მოსწონს.
ჟურნალისტმა ბიჭს ჰკითხა, რომელია მისი საყვარელი გუნდი, რაზეც მან უპასუხა: "მანჩესტერ იუნაიტედი". ამის შემდეგ მას ჰკითხეს, ვინ არის კლუბში მისი საყვარელი ფეხბურთელი, მან კი უპასუხა: "არც ერთი, ყველა ნაგავია".
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფანის პასუხს სოციალურ ქსელებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ბევრი გულშემატკივარი დაეთანხმა.
შეგახსენებთ, რომ ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა გასული სეზონი პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე დაასრულა.