"მანჩესტერმა" და "ლესტერმა" მცველის, ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
Sky Sports-ის ცნობით, "მანჩესტერმა" "ლესტერს" 26 წლის ფეხბურთელში 70 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
კლუბები მოლაპარაკებას უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებენ. "მელიების" ხელმძღვანელობა თვლის, რომ მაგუაირი გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე აარონ უან-ბისაკა, რომელიც "მანიუმ" 50 მილიონად შეიძინა.
მაგუაირის სამსახურით აგრეთვე "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული და მზადაა 65 მილიონი გადაიხადოს.
ის "ლესტერში" 2017 წელს გადავიდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ის "ლესტერში" 2017 წელს გადავიდა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.