"ლესტერმა" "მონაკოდან" იური ტიელემანსი გამოისყიდა

AutoSharing Option
"ლესტერმა" "მონაკოს" მოთამაშე იური ტიელემანსი 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა - ტრანსფერს "მელიების" ვებგვერდი ადასტურებს.

ტიელმანსმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და"ლესტერში" 2023 წლამდე დარჩება.

22 წლის მოთამაშე "მელიებს" მიმდინარე წლის იანვარში "მონაკოდან" იჯარის წესით შეუერთდა და ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეს ამ ზაფხულში "ლესტერის" მესამე ტრანსფერია ჯეიმს ჯასტინისა და აიოზ პერეზის შემდეგ.

altისტორიაში მე-4 რეკორდული ტრანსფერი - 8 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული