"მირორის" ცნობით, "ლივერპულის" მცველის, ვირგილ ვან დეიკის სამსახურით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული.
გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" 28 წლის ფეხბურთელის აგენტებს დაუკავშირდა, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ჰოლანდიელი გუნდის გამოცვლას არ აპირებს.
"ლივერპულმა" ვან დეიკი 2018 წლის იანვარში 84.65 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ 74 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ვირგილ ვან დეიკი: ჩვენი გუნდი ინგლისზე უკეთესი იყო
ვირჯილ ვან დეიკი: ოქროს ბურთს მესი იმსახურებს, მაგრამ თუ მოვიგებ, ავიღებ