ლუკას მოურა: ნამდვილად არ მჯერა, რომ ვან დეიკი...

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" შემტევი ლუკას მოურა სტუმრად იყო ბრაზილიური არხ Desimpedidos-ში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, "ლივერპულის" მცველ ვირჯილ ვან ეისაუბრა.

"რამდენად კარგი მცველია ვან დეიკი? ძალიან კარგი. ის მაღალია, ძლიერი და შესანიშნავად ერგება "ლივერპულის" სტილს. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მეც ვთვლი, რომ პრემიერ ლიგაში საუკეთესო იყო.

თუმცა, ის, რომ ვან დეიკი 64 მატჩია არ მოუტყუებიათ, სიმართლე არ მგონია. ისინი ამბობენ, რომ უკვე თვეების განმავლობაში ვერავინ მოახერხა გაცდენოდა ჰოლანდიელს. თუმცა, საკამათოა, თუ რას თვლიან მოტყუებად. ჩემი აზრით, როცა მას გასცდებიან ეს მოტყუებად
უნდა ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში ბოლო ხანებში ის არაერთხელ მოატყუეს. როცა "ლივერპულს" გავუტანე(ის შეხვედრა წავაგეთ) იმ თამაშში მოვატყუე ვან დაიკი, თუმცა ის შესანიშნავია.

არის თუ არა საუკეთესო მცველი მსოფლიოში? სამყაროში ძალიან ბევრი ფეხბურთელია, თუმცა ის საუკეთეთესო სამ მცველს შორის შედის, საუკეთესო სამს შორის"-  თქვა ლუკას მოურამ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვან დაიკისნაირი მცველი მართლაც იშვიათი მოვლენაა.ძალიან ჭკვიანია,იცის სიმაღლის იდეალურად გამოყენება.ამაზე მაგარი მცველი დღეს საერთოდ არ მოიძებნება.დე ლიხტიც კარგია და პიკეც, მაგრამ ვან დაიკისნაირი ვერ არის ვერცერთი დღესდღეობით.ოქროს ბურთიც ჩემი აზრით ამას უნდა გადაეცეს.ნამდვილად დაიმსახურა...
კარგით რა
15:12 14-07-2019
7
ლივერპულის ქომაგი ვარ და ვან დაიკი დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო მცველია ულაპარაკოდ,მაგრამ ამ დონეზე დიდხანს უნდა ითამაშოს სტაბილურად რომ დიდი მცველების გვერდით დავაყენოთ...დღეს კი ვირჯილი ულაპარაკოდ პირველია
basket
18:11 14-07-2019
1

სიახლეები პოპულარული