"ლივერპულის" შემტევმა სადიო მანემ სენეგალში, საკუთარ სოფელში სკოლა ააშენა, რომელიც 270 000 ევრო დაჯდა. ახალი სკოლა სოფელ ბამბალიში ახალი სასწავლო წლიდან მოემსახურება ადგილობრივ მოსწავლეებს.
გარკვეული ხნის წინ სადიომ ასეევე დააფინანსა საავადმყოფოს მშენებლობა საკუთარ სამშობლოში. ამას გარდა, Liverpool Echo-ს ინფორმაციით, "წითლების" ნახევარმცველი მის სოფელში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს ყოველთვიურად 50 000 ფრანკს აძლევს.
ამასთანავე, მისი სოფლის ყველა ბავშვისთვის საფეხბურთო ეკიპირებას ყიდულობს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადიო მანე ბამბალის ნამდვილი გმირია და ადგილობრივებს ძალიან უყვართ.