ლონდონის "არსენალმა" "ლილის" კოტდივუარელი შემტევი ნიკოლას პეპე შეიძინა - ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი იუწყება.
ტრანსფერი "მეთოფეთა" ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულია, მის სანაცვლოდ ფრანგული კლუბი 80 მილიონ ევროს მიიღებს.
ეს გარიგება ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია პრემიერლიგის ისტორიაშიც. მასზე მეტი თანხა მხოლოდ პოლ პოგბაში, რომელუ ლუკაკუსა და ვირჯილ ვან დეიკშია გადახდილი.
"აქ ყოფნა ძალიან ემოციურია. დიდი გზა გამოვიარე და ბევრი ვიშრომე, ასეთ დიდებულ კლუბში მოსვლა კი კარგი ჯილდოა", - განაცხადა "არსენალის" ახალწვეულმა.
24 წლის შემტევმა 19-ნომრიანი მაისური მოირგო.
24 წლის შემტევმა 19-ნომრიანი მაისური მოირგო.
ნიკოლას პეპეს ძალიან კარგი
სეზონი ჰქონდა, ლიგა 1-ში ჩატარებულ 38 მატჩში 22 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოირჩა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კილიან მბაპეს ჩამორჩა.