9 აგვისტოს პრემიერლიგამ სტარტი "ლივერპულისა" და "ნორვიჩის" მატჩით აიღო. მასპინძლებმა სტუმრებს პირველივე ტაიმში 4 უპასუხო გოლის გატანით მოუთავეს საქმე, მეორე ტაიმში თავი დაზოგეს და საბოლოოდ 4:1 იმარჯვეს.
ინგლისში სეზონი მეორედ გაიხსნა ავტოგოლით - "ნორვიჩის" მცველმა ჰენლიმ ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. პირველად ეს 2015 წელს მოხდა, როდესაც უოკერმა "მანჩესტერთან" შეხვედრაში "გამოიჩინა თავი".
სალაჰს ინგლისის ჩემპიონატზე 23 გუნდიდან 21-ის კარი აქვს დალაშქრული, მხოლოდ "მანჩესტერის" და "სუონსისთვის" არ გაუტანია.
39-ე წუთზე ტრავმა მიიღო "წითლების" მეკარე ალისონმა და ადრიანმა შეცვალა.
ორიგიმ "ლივერპულში" მე-100 მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა.
ლივერპული. "ენფილდი". 53 333 მაყურებელი
ლივერპული - ნორვიჩი
გოლები: 1:0 ჰენლი (7 საკ. კარში), 2:0 სალაჰი (19), 3:0 ვან დეიკი (28), 4:0 ორიგი (42), 4:1 პუკი (64)
ლივერპული: ალისონი (ადრიანი 39), რობერტსონი, ვან დეიკი, ალეკსანდერ-არნოლდი, გომესი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ფირმინო (მილნერი 86), სალაჰი, ორიგი (მანე 74)
ნორვიჩი: კრული, გოდფრი, არონსი, ლიუისი, ჰენლი, შტიპერმანი (ლეიტნერი 58), ტრიბული (ერნანდესი 70), მაკლინი, კენტუელი, ბუენდია, პუკი (დრმიჩი 83)