11 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახლში "ჩელსის" 4:0 მოუგო.
ეს "ჩელსის" სათავეში ფრენკ ლამპარდის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო და მისი გუნდის გამანადგურებელი მარცხით დასრულდა.
დუბლი რეშფორდმა შეასრულა, პოგბამ ორი საგოლე პასი გააკეთა, ხოლო "წითელი ეშმაკების" ახალწვეულმა ჯეიმსმა პირველივე შეხვედრაში გაიტანა გოლი.
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 73 620 მაყურებელი
მანჩესტერი - ჩელსი 4:0
გოლები: 1:0 რეშფორდი (18, პენ), 2:0 მარსიალი (69), 3:0 რეშფორდი (67), 4:0 ჯეიმსი (81)
მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელეფი, მაგუიარი, შოუ, მაკტომინი, პოგბა, პერეირა (ჯეიმსი 74), ლინგარდი (მატა 86), მარსიალი, რეშფორდი (გრინვუდი 86)
ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, ზუმა, ემერსონი, ჟორჟინიო (კანტე 73), კოვაჩიჩი, პედრო, ბარკლი (პულიშიჩი 58), მაუნტი, აბრაჰამი (ჟირუ 66)