კლოპმა ადრიანის შეცდომაზე იხუმრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 17 აგვისტოს, პრემიერლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონსა" და "ლივერპულს" შორის გამართულ შეხვედრაში მერსისაიდელების მეკარე ადრიანმა შეცდომა დაუშვა და "ლივერპულმა" საკუთარ კარში გოლი მიიღო. აღნიშნულ შემთხვევაზე შეკითხვა იურგენ კლოპს დაუსვეს და გერმანელმა მწვრთნელმა ხუმრობით გასცა პასუხი.

"ადრიანმა მესამე შეხვედრა ჩაატარა "ლივერპულის" შემადგენლობაში და ძალიან კარგად თამაშობდა. უცებ დაფიქრდა, ასე ვთამაშობ და მოდი ისეთ შეცდომას დავუშვებ, როგორც ალისონმა გააკეთა თავის მესამე თამაშში. ჩვენთან ასე ხდება, "ლივერპულის" მეკარეები თავიან მესამე შეხვედრაში შეცდომებს უშვებენ. ამიტომ, მინდა ვუთხრა ადრიანს, შენ უკვე "ლივერპულის" სრულუფლებიანი მეკარე ხარ,"-
თქვა კლოპმა.

მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ძირითადმა მეკარე ალისონმა ტრავმა მოედანზე ფანის შემოსვლის გამო მიიღო და დაახლოებით, 1 თვეს გამოტოვებს. ახალშეძენილ მეკარე ადრიანს მოულოდნელად მოუწია სეზონის ძირითად მეკარედ დაწყება. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩი, რომელშიც ადრიანმა მონაწილეობა მიიღო, "ლივერპულის" გამარჯვებით დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული