იურგენ კლოპი: ის მხოლოდ ინგლისში ხდება და ეს უაზრობაა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა სატრანსფერო ფანჯრის ვადების საკითხს და საკმაოდ მკაცრად შეაფასა აღნიშნულ სფეროში არსებული ვითარება.

"ჩემთვის სულერთია როდის დაიხურება სატრანსფერო ფანჯარა, თუმცა ის ერთდროულად უნდა დაიხუროს. მსგავსი სისტემის შექმნის იდეა ეს იყო. იყო საუბრები სატრანსფერო ფანჯრის სეზონის დაწყებამდე დახურვაზე. ეს კარგი იდეაა, თუმცა ეს მიღებული მხოლოდ ინგლისშია და ეს უაზრობა გახლავთ.

ვინმეს შეუძლია ამიხსნას, რა სარგებლობა მოაქვს ამას ინგლსის პრემიერლიგისთვის? ჩვენ პრობლემა არ გვაქვს შემადგენლობასთან დაკავშირებით, თუმცა სხვა გუნდების მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ისევ სატრანსფერო ბაზარზე იმყოფებიან და ყველაფერი
შეიძლება მოხდეს.

სანამ სანტრანსფერო ფანრაჯა ისევ ღიაა, შეუძლებელია უნდის გაერთიანება და მომავალზე ორიენტირება. არ მესმის, ამ გადაწყვეტილებას რატომ არავინ გადახედა აქამდე. ეს კარგი იდეა იყო, თუმცა არ იმუშავა",- განაცხადა კლოპმა The Telegraph-თან საუბარში.

ინგლისში სატრანსფერო ბაზარი ივლისში დახურა, ხოლო ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებში სატრანსფერო ფანჯარა სექტემბრის დასაწყისამდეა ღია. ახლა, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ფეხბურთელების გაყიდვა შეუძლიათ, თუმცა მათ ნაცვლად ზამთრის სატრანსფერო ფაჯრამდე ვერავის იყიდიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული