"მანჩესტერ სიტის" მეკარემ ედერსონმა ერთ-ერთი ეპიზოდის შესახებ ისაუბრა, რომელიც "ქალაქელების" მეარეს ხოსეპ გვარდიოლას ეხება.
2018 წელს "სუონსისთან" (5:0) მატჩის შემდეგ ბრაზილიელმა განაცხადა, რომ სურდა რომელიმე შეხვედრაში პენალტი შეასრულოს.
"ერთხელ მგონი 5:1-ს ვიგებდით და გულშემატკივრები მომიწოდებდნენ პენალტი დამერტყა.
შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებმა მკითხეს ამის შესახებ და მე ვუთხარი, რომ მინდოდა ამის გაკეთება. გვარდიოლა გაგიჟდა!", - თქვა ედერსონმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით