"ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
"ლივერპულმა" გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ოთხივე მატჩი მოიგო, 12 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.
ეს კლოპისთვის თვის საუკეთესო მწვრთნელის რიგით მეოთხე ჯილდოა პრემიერლიგაში.
გარდა გერმანელი სპეციალისტისა, ჯილდოზე პრეტენდენტები იყვნენ: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), როი ჰოჯსონი (კრისტალ პალასი) და ბრენდან როჯერსი (ლესტერი).
მომზადებულია premierleague.com-ის მიხედვით