14 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-5 ტურში "მანჩესტერ სიტი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "ნორვიჩთან".
"სიტი" 10 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ლივერპულს" 5 ქულით ჩამორჩა.
"ნორვიჩის" ფინელმა თავდამსხმელმა პუკიმ ნაკრებში და კლუბში უკანასკნელ 10 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
გამარჯვებული გუნდის მენეჯერი ფარკე ნამატჩევს სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, თქვა, გასახდელი ლამის აფეთქდეს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხება განსაკუთრებული მოვლენააო.
ნორვიჩი. "კაროუ როადი". 27 035 მაყურებელი
ნორვიჩი - მანჩესტერ სიტი 3:2
გოლები: 1:0 მაკლინი (18), 2:0 კენტუელი (28), 2:1 აგუერო (45), 3:1 პუკი (50), 3:2 როდრი ერნანდესი (88)