22 სექტემბერს, პრემიერლიგის მე-6 ტურში "მანჩესტერი" ლონდონში 0:2 დამარცხდა "ვესტ ჰემთან".
"მანჩესტერი" 8 ქულით მე-8 ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 10 ქულით ჩამორჩა.
მატჩის 61-ე წუთზე ტრავმა მიიღო რეშფორდმა, რადგან მარსიალიც დაშავებულია და მეტი ცენტრალური თავდამსხმელი არა ჰყავთ (ლუკაკუ "ინტერში" გაყიდეს). მწვრთნელ სოლსკიაერს მის ნაცვლად შეცვლაზე ნახევარმცველ ლინგარდის შეშვება მოუწია.
ლონდონი. "ლონდონ სთედიუმი". 59 936 მაყურებელი
ვესტ ჰემი - მანჩესტერი 2:0
გოლები: 1:0 იარმოლენკო (44), კრესუელი (84)