იურგენ კლოპი: სერიულ მკვლელს ვგავარ და ბავშვები ტირიან

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი კარგი მწვრთნელიცაა და არც იუმორთანაა მწყრალად. მან მატჩებისას თავის საქციელზე გააკეთა კომენტარი.

"არასოდეს მიფიქრია, როგორ უნდა მოვიქცე მატჩისას. ეს ბუნებრივად ხდება. ეს უბრალოდ მე ვარ. არ მაინტერესებს, ხალხი ჩემზე რას ლაპარაკობს, მაგრამ გავიგე, ამბობენ, თითქოს ტაქტიკაში ვერ ვერკვევი და ბევრს ვმოძრაობ. მართლა ემოციური ვარ.

გვარდიოლაც ბევრს მოძრაობს, თუმცა მთლად ჩემსავით არა. ის არასოდეს ყვირის და ჩემზე უკეთ გამოიყურება. საერთოდ, ყოველთვის იდეალურად გამოიყურება - მისი სხეული, სამოსი და ყველაფერი დანარჩენი იდეალურია.
როდესაც ვყვირი, სერიულ მკვლელს ვგავარ. კბილებს ვაკრაჭუნებ
ხოლმე.

ბავშვებსაც ასეთი გამომეტყველებით ვუყურებ და ისინი ხანდახან ტირილს იწყებენ", - ციტირებს კლოპს FourFourTwo.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული