24 სექტემბერს ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა, რომელშიც პრემიერლიგის გუნდები ჩაერთნენ და ერთ-ერთი სენსაციურად გამოეთიშა გათამაშებას.
"ტოტენჰემი" პენალტების სერიაში სტუმრად მე-2 ლიგის (რანგით მე-4 დივიზიონია) "კოლჩესტერთან" დამარცხდა.
"დეზების" მენეჯერმა პოჩეტინიომ სასტარტოში ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა, როდესაც მის გუნდს გაუჭირდა, ცვლილებებით სცადა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი დარტყმები ერიკსენმა და ლუკას მოურამ გააცუდეს და "კოლჩესტერმა" 4:3 გაიმარჯვა, რომლის გულშემატკივრები საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე გადავიდნენ.
სხვა შედეგები:
უოტფორდი - სუონსი 2:1
კროული -
სტოკი 1:1 (პენ. 5:3)
ლუტონი - ლესტერი 0:4
პორტსმუთი - საუთჰემპტონი 0:4
პრესტონი - მანჩესტერ სიტი 0:3
შეფილდ უენსდეი - ევერტონი 0:2
არსენალი - ნოტინგემ ფორესტი 5:0
1/16-ფინალის დარჩენილი 8 მატჩი 25 სექტემბერს ჩატარდება.