ინგლისის ლიგის თასზე "პრისტონის" დამარცხების (3:0) შემდეგ "მანჩესტერ სიტის" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ძალიან სოლიდურად გამოვიყურებოდით ჩემპიონშიფის მესამეადგილოსანთან, ძალიან კარგად ვითამაშეთ. კმაყოფილი დავრჩი ერიკ გარსიასა და ჰერვუდ-ბელისის თამაშით დაცვაში. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს გამარჯვებაში. ისინი ძალიან კარგად ეწყობიან და შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. მათ დასაფასებელი ადამიანური თვისებები და სწორი მენტალიტეტი აქვთ", - განაცხადა მანჩესტერელთა დამრიგებელმა.
ლიგის თასის დარჩენილი თამაშები დღეს გაიმართება. საკუთარ მატჩს "სიტის" მთავარი კონკურენტი "ლივერპული" "მილტონ კეინს დონსის" წინააღმდეგ გამართავს.