"სანის" ცნობით, "ფლიტვუდის" ოდიოზურმა მწვრთნელმა ჯოი ბარტონმა "ბარნსლის" მენეჯერ დენიელ სტენდელს სცემა.
სტენდელი ამტკიცებს, რომ ნამატჩევს ბარტონი თავს დაესხა, სახეში ურტყა და კბილები ჩაუმტვრია. ის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ბარტონისგან მოითხოვს.
თავად 37 წლის ბარტონი კი ყველაფერს უარყოფს და სასამართლოს განუცხადა, რომ სტენდელი ცრუობს.
ბარტონი "მანჩესტერში", "ნიუკასლსა" და "მარსელში" თამაშობდა და მუდამ რთული ხასიათით გამოირჩეოდა.
ის 9 ოქტომბერს სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა 6 ნოემბერს შეფილდის სამეფო სასამართლოს წინაშე წარდგება.