"მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ სეზონში ყველაზე მეტი ხელფასი გასცა და ახლა მე-12 ადგილზეა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩემპიონატში ყველაზე ცუდი სტარტი გაიფორმა, თუმცა გუნდის შემადგენლობამ ხელფასის სახით ყველაზე მეტი გამოიმუშავა სხვა ნებისმიერ გუნდთან შედარებით.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების ხელფასმა გასულ სეზონში 378.6 მლნ ევრო შეადგინა.

ამის შესახებ ცნობა ფინანსურმა ბლოგერმა Swiss Ramble-მა კლუბის 2018/10 წლების სეზონის ფინანსური დასკვნის საფუძველზე გამოაქვეყნა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში გუნდის ხელფასი 43 პროცენტით გაიზარდა.

მაგალითად, დევიდ დე ხეამ ახლახან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის მიხედვით, კვირაში 427 ათას ევროს მიიღებს, ხოლო პოგბა კვირაში 330 ათას ევროს იღებს.

აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში მე-12 ადგილზეა. გუნდს გავარდნის ზონას 2 ქულა აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული