"ლივერპულმა" "ტოტენჰემს" თამაში შემოუტრიალა და ისევ 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტომბერს, პრემიერლიგის მე-10 ტურში "ლივერპულმა" სახლში 2:1 მოუგო "ტოტენჰემს".

48-ე წამზე სტუმრები კეინმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი ჰენდერსონმა და სალაჰმა დალაშქრეს გაცანიგას კარი და გაიმარჯვეს.

"ლივერპული" 28 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მანჩესტერ სიტის" 6 ქულით უსწრებს და 2 ნოემბერს ბირმინგემში "ასტონ ვილას" შეხვდება.

სალაჰმა "ენფილდზე" 37 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი, რაც 2017 წელს "წითლებში" გადავიდა.

"ლივერპულმა" ჩემპიონატის ზედიზედ 12 საშინაო მატჩი მოიგო.

ლივერპული. "ენფილდი".
ლივერპული - ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 კეინი (1), 1:1 ჰენდერსონი (52), 2:1 სალაჰი (75, პენ)
მკითხველის კომენტარები / 2 /
30 წელი ელოდებიან და კიდევ დიდხნს მოუწევთ ლოდინი, ვერც მსაჯები და იღბალი უშველით
ბრუსლიკა
20:22 28-10-2019
0
ამდენი პენალტით მოგება ცოტა სამარცხვინოა რეალის მოგებებს ემსგავსება
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული