"ევერტონმა" გვაუწყა, რომ ნახევარმცველ ანდრე გომეშს მოტეხილ კოჭ-წვივზე ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს.
"გომეშს მოტეხილ მარჯვენა კოჭ-წვივზე ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა.
"ტოტენჰემთან" გუშინდელ მატჩში ტრავმირებული პორტუგალიელი გარკვეული დრო საავადმყოფოში დარჩება, შემდეგ კი კლუბში დაბრუნდება და სარეაბილიტაციო პროცესს სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.
მოლოდინი გვაქვს, რომ ის სრულად მოახერხებს აღდგენას.
ანდრეს სახელით კლუბი "ევერტონის" გულშემატკივრებსა და მთელ საფეხბურთო საზოგადოებას მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის", - ნათქვამია ლივერპულური კლუბის განცხადებაში.
ამა წლის ზაფხულში გომესი "ევერტონმა" "ბარსელონასგან" 25 მილიონ ევროდ შეიძინა და პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების
9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.