"სიტის" ფეხბურთელი: ის ჩემი თაობის მთავარი ვარსკვლავი და ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" გერმანელმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა Goal-თან საუბარში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას უნიკალური თვისებები აქვს. მას ისეთი ტალანტი აქვს, რომელსაც მუდმივად იყენებს მოედანზე ყოფნის დროს.

მესი ყოველთვის ინსტინქტურად იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ის შესანიშნავად იყენებს თავის სისწრაფეს მოწინააღმდეგეებთან და დამასრულებელ ფაზაში, უბრალოდ, არაჩვეულებრივია. ბოლოს და ბოლოს, არავის აქვს იმდენი საფეხბურთო სიმდიდრე, რამდენიც მესის.

მესი ჩემი თაობის მთავარი ვარსკვლავია და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში კი - საუკეთესო მოთამაშე. იმედი მაქვს, მისი თამაშის ხილვას კიდევ რამდენიმე
წლის განმავლობაში შევძლებთ", - აღნიშნა გიუნდოგანმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული