"პეპ გვარდიოლა უკვე ახლოსაა" - იურგენ კლოპი ჟურნალისტებს ხუმრობით გაექცა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ორშაბათს, 11 ნოემბერს, შვეიცარიაში უეფას ელიტარული მწვრთნელები შეიკრიბნენ. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება. აღნიშნული ფორუმის დასრულებისას "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა სახალისო ინტერვიუ მისცა იტალიელ ჟურნალისტს.

თავიდან გერმანელმა სპეციალისტმა ვერ გაიგო, რატომ დაუძახა იტალიელმა ჟურნალისტმა ხოსეპ გვარდიოლას "პეპე" და არა "პეპი", ხოლო როცა "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მათკენ დაიძრა, კლოპმა ჟურნალისტებს უთხრა: "პეპ გვარდიოლა უკვე ახლოსაა და გაიქცა".

გასულ კვირაში "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტი",  ანგარიშით 3:1 დაამარცხა. "წითლები" ინგლისის პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ და "სიტის" 9 ქულით უსწრებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"Pep Guardiola is coming"-ო, ეს თქვა კლოპმა და უცებ გუგავა მივიდა...
ისე მაინც
17:01 14-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული