ლონდონის "ტოტენჰემის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არ სჭირდება ახალი ფეხბურთელების დამატება და მომავალში ახალი შეცდომების დაშვებსაც აპირებს.
"პირველ რიგში, მაურისიოზე უნდა ვთქვა. მინდა მას მივულოცო იმ სამუშაოს გამო, რაც აქ ჩაატარა. ეს კლუბი ყოველთვის იქნება მისი სახლი. ეს საწვრთნელი ბაზა ყოველთვის მისი იქნება და შეუძლია ნებისმიერ დროს მოვიდეს. მაურისიოსთვის კარები ყოველთვის ღიაა. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ის ბედნიერებას იპოვის. ის კვლავ მოძებნის ახალ კლუბს და წარმატებას მიაღწევს. "ტოტენჰემში"
მისი ნახვა ყოველთვის გაუხარდებათ.
საშობაო საჩუქარი ახალი ფეხბურთელების სახით? საუკეთესო საჩუქარი არის აქ არსებული ფეხბურთელები. ახალი ფეხბურთელები არ მჭირდება, ეს შემადგენლობა ძალიან კარგია.
დრო დამჭირდება, რომ თითოეულ მათგანს გავეცნო. ამ ფეხბურთელებს ხშირად ვხდებოდი, თუმცა ეს საკმარისი არაა.
არ მინდა "ტოტენჰემში" დიდი ცვლილებების გაკეთება. ყოფილი სამწვრთნელო შტაბის სამუშაოს პატივს ვცემ, რომელიც 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ჩემთვის ეს 11 თვე წარმატებულად გავიდა. ეს ის პერიოდი იყო, რომლის განმავლობაში შემეძლო მეფიქრა, ანალიზი ჩამეტარებინა და ახალი გამოწვევებისთვის მზად ვყოფილიყავი.
შენ არასდროს კარგავ საკუთარ დნმ-სა და ინდივიდუალურობას. შენ ხარ ის, ვინც ხარ და ეს ეხება როგორც კარგ, ისე ცუდ მხარეს. ვიცი, რომ წარსულში შეცდომები დავუშვი და მათ აღარ გავიმეორებ. ახალ შეცდომებს დავუშვებ. უფრო ძლიერი გავხდი, ემოციური თვალსაზრისიდან გამომდინარე. მშვიდად ვარ და მოტივირებული. ვფიქრობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ფეხბურთელებმა ეს იგრძნეს და ხედავენ, რომ მუშაობა და მათი მხარდაჭერა მსურს", - ციტირებს მოურინიოს Sky Sports-ი.