"ევერტონის" ფეხბურთელით რიშარლისონით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა, იტყობინება Sky Sports.
გამოცემის მტკიცებით, "წითელმა ეშმაკებმა" ბრაზილიის ნაკრების წევრის დამატებას იანვარში განიხილავენ.
22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "ევრტონის" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროა.
რიშარლისონი სტაბილურად თამაშობს ბრაზილიის ნაკრებში, მის აქტივში უკვე 19 მატჩია.