COPE-ის ცნობით, "მანჩესტერის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ტრავმა მოირჩინა, მაგრამ თამაშზე უარს აცხადებს.
გამოცემის მტკიცებით, პოგბას გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი. "იუნაიტედის" მენეჯერი ოლე-გუნარ სოლსკიაერი ადრე ყველანაირად ცდილობდა მის შენრჩუნებას, ახლა კი გაყიდვის მომხრეა, თუ რა თქმა უნდა, ტრანსფერში რომელიმე კლუბი მოთხოვნილ თანხას გადაიხდის.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" მზად იყო, პოგბა 150 მილიონ ევროდ შეეძინა.
ამ სეზონში მან მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბოლოს კი 30 სექტემბერს "არსენალთან" ითამაშა (1:1).