რამონ კალდერონი: პოლ პოგბა მავნებელია - "რეალისთვის" საშიში და საზიანოა

AutoSharing Option
"რეალის" ექსპრეზიდენტმა რამონ კალდერონმა მადრიდულ გუნდში "მანჩესტერის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ვფიქრობ, პოგბას ტრანსფერი ძალიან სარისკო და საშიშია. თავისი საქციელით არაერთხელ დაამტკიცა, რომ მავნებელია, შეუძლია "რეალს" ზიანი მიაყენოს.

პოლს ყოველთვის უნდა, მთავარი ვარსკვლავი, პირველი ვიოლინო იყოს. ის ეჩხუბება მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს.

თუ შესაფერისი მწვრთნელი შეხვდა, არაა გამორიცხული, საქციელი შეიცვალოს. ამ მხრივ ზიდანი შესაფერის კანდიდატად მეჩვენება", - ციტირებს კალდერონს "სანი".

პოგბას შეძენით სწორედ "რეალის" მწვრთნელი ზიდანია დაინტერესებული.

altრამონ კალდერონი: ჟოზე მოურინიოს დაბრუნება "რეალის" ლიდერებმა არ დაუშვეს

alt"რეალის" ექს-პრეზიდენტი კალდერონი:

"რეალს" რონალდოს გაყიდვა ძვირად დაუჯდება

altპოლ პოგბამ ბურთი 5 სუმოისტს გადააცილა და... [VIDEO]

alt"ახალი გამოწვევისთვის კარგი დროა" - პოლ პოგბაც "რეალში" მიდის?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული