ამას თუ არ იზამ, ჩემებურად მოვაგვარებ... - ნგოლო კანტეს ყოფილი აგენტი ემუქრებოდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელის, ნგოლო კანტეს ყოფილი აგენტი ფეხბურთელს ემუქრებოდა.

რაშიდ საადნა ფეხბურთელისგან ინგლისურ გრანდში გადასვლის გამო საკომისიოებს და ახალ აგენტთან, აბდელკარიმ დუასთან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვდა.

L’Equipe-ი Mediapart-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საადნა კანტესთან შესახვედრად შეიარაღებულ ძმასთან ერთად მივიდა.

წყარომ აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც ყოფილი აგენტი კანტეს ეუბნება:

"მისმინე, არ ვხუმრობ. გაქვს არჩევანი: დუასთან მუშაობას შეწყვეტ და ყველაფერს მოაგვარებ, ან ამას ჩემებურად გავაკეთებთ. წერტილი."

თავის მხრივ, საადნა ბრალდებებს უარყოფს. შეგახსენებთ, რომ კანტე "ლესტერიდან" ლონდონის "ჩელსიში" 35.8 მლნ ევროდ გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
yoveltvis gvaklda aseti tipis fexburteli mshromeli vitali iyo albat erterti sauketeso dghesac titqmisbyvela klubs aklia aseti tiisvpexburteli kargia kiteishvili yalibdeba asetad da nakrebs dzalian chirdeba
kaxa
17:20 30-11-2019
0

სიახლეები პოპულარული