"ლესტერი" ვერცხლზე იქაჩება, "მანჩესტერს" არნახულად უჭირს, "არსენალს" ლუნგბერგიც ვერ შველის

AutoSharing Option
პირველ დეკემბერს პრემიერლიგის მე-14 ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდა.

"ლესტერმა" კილეჩი იჰენაჩოს მიერ 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა სახლში "ევერტონი", ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა და 32 ქულით მეორე ადგილზეა.

"მელიების" ფორვარდმა ჯეიმი ვარდიმ მიჯრით მეექვსე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქეთა კარი და 13 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

"არსენალმა", რომლის მწვრთნელი უნაი ემერი გადააყენეს და დროებით გუნდს ფრედერიკ ლუნგბერგი ჩაუდგა სათავეში, სტუმრად "ნორვიჩს" დაუზავდა - 2:2.

დუბლი "მეთოფეთა" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეასრულა.

"მანჩესტერი" სახლში ფრეს (2:2) დასჯერდა "ასტონ ვილასთან", 18 ქულით მე-9 პოზიციაზეა და
ლიდერ "ლივერპულს" 22 ქულით ჩამორჩა! - ეს 1988 წლის შემდეგ ამ გუნდის ყველაზე უარესი შედეგია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული