ჟოზე მოურინიომ "ტოტენჰემში" პირველი მარცხი თავის ყოფილ გუნდთან, "მანჩესტერთან" განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახლში "ტოტენჰემი" 2:1 დაამარცხა.

"ტოტენჰემი" უხეიროდ გაისარჯა დაცვაში და კიდევ უფრო უხეიროდ თავდასხმაში, "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ხოლო დუბლის ავტორმა მარკუს რეშფორდმა შესაძლოა - საუკეთესო.

მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ "დეზები" პირველად დამარცხდნენ - აქამდე სამი შეხვედრა მოიგეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა 2019 წელს საკუთარ მოედანზე მხოლოდ 3 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი - უარესი შედეგი მხოლოდ "საუთჰემპტონს" აქვს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 73 252 მაყურებელი
მანჩესტერი - ტოტენჰემი 2:1
გოლები: 1:0 რეშფორდი (6), 1:1 დელე ალი (39), 2:1 რეშფორდი (49, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული