4 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურში "ლივერპულმა" "ევერტონს" უპრობლემოდ 5:2 სძლია.
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ალისონს, მოჰამედ სალაჰსა და რობერტო ფირმინოს დასვენების საშუალება მისცა და მისმა გუნდმა მაინც იმარჯვა.
დივოკ ორიჯიმ 2016 წლის შემდეგ პირველად შეასრულა დუბლი (ბოლო 4 თვის მანძილზე ჩემპიონატზე პირველად გაიტანა), სადიო მანემ კი გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ერთი საგოლე პასი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდის ანგარიშზეა, მან 2018 წლის სეზონიდან მოყოლებული პრემიერლიგაში 18 საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს საუკეთესო მაჩვენებელია.
"ლივერპული" 43 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ლესტერს" 8 ქულით, ხოლო მესამეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 11 ქულით უსწრებს და 7 დეკემბერს სტუმრად "ბორნმუთს" დაუპირისპირდება.
"ლივერპული" ჩემპიონატზე 32 შეხვედრის განმავლობაში დაუმარცხებელია, რაც მისი საკლუბო რეკორდია.
ლივერპული. "ენფილდი". 53 094 მაყურებელი
ლივერპული - ევერტონი 5:2
გოლები: 1:0 ორიგი (6), 2:0 შაქირი (17), 2:1 კინი (21), 3:1 ორიგი (31), 4:1 მანე (45), 4:2 რიშარილსონი (45+3), 5:2 ვეინალდუმი (90)