სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ტრანსფერების აკრძალვის შესახებ ლონდონის "ჩელსის" აპელაცია დააკმაყოფილა და ლონდონელებს გაძლიერება ამ ზამთარშივე შეეძლებათ.
"ლურჯებს" ტრანსფერების განხორციელების უფლება 1 სატრანსფერო ფანჯრით ადრე დართეს, ეს ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბი ფეხბურთელების დამატებას იანვარშიც მოახერხებს.
ამას გარდა, "ჩელსის" ფიფასთვის ჯარიმის სახით 300 000 ფრანკის გადახდა მოუწევს. იქამდე, მსოფლიო ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონური კლუბი დამნაშავედ ცნო საერთაშორისო სატრანსფერო წესების დარღვევაში და გუნდს 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატება აუკრძალა.
"იუვენტუსმა" შესაძლოა "ჩელსის" ორი ფეხბურთელი უფასოდ აიყვანოს
ჯონ ტერი: სალაჰი და დე ბრუინი "ჩელსისთვის" საკმარისად კარგი ფეხბურთელები არ იყვნენ