ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "ჩელსის" ორი ფეხბურთელის გადაბირების ვარიანტს განიხილავს, რომელბსაც კონტრაქტის ვადები ზაფხულში ეწურებათ.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინელებს პედროსა და ვილიანის აყვანა სურთ. გავრცელდა ცნობა, რომ "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონში იყო ჩასული, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან ამასთან დაკავშირებით ესაუბრა.
წყაროს ცნობით, 31 წლის ვილიანსა და 32 წლის პედრო "იუვენტუსში" შესაძლოა მცირე თანხის სანაცვლოდ უკვე იანვარში გადავიდნენ, სხვა შემთხვევაში ორივე ფეხბურთელი ზაფხულში "ჩელსის" უფასოდ დატოვებს.