7 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-16 ტურში "მანჩესტერმა" "მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხა.
სტუმრები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, 59-ე წუთზე ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის მცველმა ჯონ სტოუნზმა, რომელიც ნიკოლას ოტამენდიმ შეცვალა და მან ანგარიშის შემცირება შეძლო, მაგრამ მისმა გუნდმა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხა და წააგო.
"მანჩესტერ სიტი" 32 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, ლიდერ "ლივერპულს" 14 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას პრაქტიკულად გამოემშვიდობა.
16 ქულა - ეს "ქალაქელთა" მენეჯერ პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგია.
"იუნაიტედი" კი 24 ქულით მეხუთე პოზიციაზე დამკვიდრდა.
მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 403 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 რეშფორდი (23, პენ), 0:2 მარსიალი (29), 1:2 ოტამენდი (85)