ვერტონგენმა პირველად გაიტანა, თან კომპენსირებულ დროში და მოურინიო კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-17 ტურში "ტოტენჰემმა" გასვლაზე 2:1 სძლია "ვულვერჰემპტონს".

გამარჯვება "დეზებს" კომპენსირებულ დროში მცველმა იან ვერტონგენმა მოუპოვა, რომელსაც აქამდე მიმდინარე ტურნირზე გოლი არ ჰქონდა გატანილი და გუნდის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აღაფრთოვანა.

"ტოტენჰემი" 26 ქულით მეხუთე ადგილზეა და 22 დეკემბერს "ჩელსის" შეხვდება.

"ტოტენჰემმა" მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩემპიონატზე 5-დან 4 მატჩი მოიგო.

რაც გუნდს მოურინიო ჩაუდგა სათავეში, ნახევარმცველმა ლუკას მოურამ პრემიერლიგის 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა - იქამდე 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი.

23 წლის ნახევარმცველმა დელე ალიმ "ტოტენჰემში" მე-200
მატჩი ჩაატარა.

ვულვერჰემპტონი. "მოლინე". 31 674 მაყურებელი
ვულვერჰემპტონი - ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 ლუკას მოურა (8), 1:1 ტრაორე (67), 1:2 ვერტონგენი (90+1)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული