არტეტას სადებიუტო მატჩში "არსენალი" "ბორნმუთს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურში "ბორნმუთი" და "არსენალი" დაზავდნენ - 1:1.

ეს "მეთოფეებში" ახალი მწვრთნელის, მიკელ არტეტას პირველი მატჩი იყო.

"არსენალი" 24 ქულით მე-11 ადგილზეა და 29 დეკემბერს "ჩელსის" დაუპირისპირდება.

"არსენალმა" ბოლო 14 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.

ბორნმუთი. "ვიტალიტი". 10 234 მაყურებელი
ბორნმუთი - არსენალი 1:1
გოლები: 1:0 გოსლინგი (35), 1:1 ობამეიანგი (63)

ნამატჩევს არტეტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილია, მათ პოტენციალი აქვთ და ეს უთუოდ გამოიღებს შედეგს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული