ლამპარდის "ჩელსი" სახლში კვლავ დამარცხდა - ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-19 ტურში, "ჩელსი" სახლში 0:2 დამარცხდა "საუთჰემპტონთან".

"ჩელსიმ" ჩემპიონატზე უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 5 წააგო, 32 ქულით მეოთხე ადგილზეა და 29 დეკემბერს "არსენალს" დაუპირისპირდება.

"არისტოკრატებმა" 21 წლის განმავლობაში პირველად წააგო პრემიერლიგაში საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორი მატჩი ისე, რომ გოლი არ გაუტანია.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 40 651 მაყურებელი
ჩელსი - საუთჰემპტონი 0:2
გოლები: 0:1 ობაფემი (31), 0:2 რედმონდი (73)

ნამატჩევს "ჩელსის" მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა დაიჩივლა, რომ მომენტების შექმნა უჭირთ, მეტოქემ გასაქანი არ მისცათ, თუმცა სეზონის დასაწყისში კმაყოფილები იქნებოდნენ იმ პოზიციით, რომელიც
ახლა სატურნირო ცხრილში უკავიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული