"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გუნდისთვის თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ფირმინომ უკანასკნელ 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა, იქამდე კი გოლები ხშირად ვერ გაჰქონდა. როდესაც მეუბნებოდნენ, რომ შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდა, ამაზე არ ვფიქრობდი, რადგან გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
უგოლო სერიით ცოტა არ იყოს შეწუხებული იყო. ვუთხარი, რომ ეს არ მანაღვლებდა, ვინაიდან გუნდში შემაკავშირებელი რგოლია. რობერტო ერთადერთი არაა, რომელსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაგრამ ის ამას განსაკუთრებულად აკეთებს", - ციტირებს კლოპს "გარდიანი".