გარი ლინეკერმა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და სოციალურ ქსელში აქტივობით უფრო ცნობილმა გარი ლინეკერმა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი დაასახელა.

"მე ვთვლი, რომ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი არის. ვფიქრობ, მის შეცვლას შევძლებდი", - დაწერა ლინეკერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

"ლივერპულის" კაპიტანმა და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კლუბი კი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

altიურგენ კლოპი წაუგებელ სერიაზე: ჩვენი ახალი წელი მაისის ბოლოს დადგება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული