"არსენალმა" "ბაიერნის" მცველის შესაძენად მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
Sky Germany-ს ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" "ბაიერნის" მცველ ჟერომ ბოატენგის შეძენით არის დაინტერესებული და ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა იანვარშივე სურს.

გამოცემის მიხედვით, ლონდონელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები გერმანელი ფეხბურთელის თაობაზე. "ბაიერნს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს.

აქამდე იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ბოატენგს მიუნხენური გრანდის დატოვება სურდა და არც კლუბი აპირებდა მისთვის ხელის შეშლას. "მეთოფეები" ბოატენგზე მას შემდეგ გადაერთნენ, რაც "ლაიპციგმა" თავისი მცველი დაიო უპამეკანო ძალიან ძვირად შეაფასა.


altლიოვმა ნაკრებიდან მიულერი, ჰუმელსი და ბოატენგი მოკვეთა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული